ეკლესიის ოკუპაცია ჩერნიგოვში - რუსმა სამხედროებმა ამაღლების ტაძარი დაიკავეს და შტაბი გახსენს
ჩერნიგოვში რუსმა ოკუპანტებმა ამაღლების ტაძარი დაიკავეს და შტაბი გახსენს. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ტერიტორიას ამ დრომდე ასუფთავებს, თუმცა გარდა საბრძოლო მასალისა, ტერიტორიაზე დაყრილია დასახიჩრებული გუმბათები, ჯვრები და რუსების მორიგი სამხედრო დანაშაულის მტკიცებულებები. მაშველები ადამიანთა ცხედრებსაც პოულობენ. სავარაუდოდ, ისინი ოკუპანტებმა დახვრიტესს.