ბორის ჯონსონი ყველასათვის მოულოდნელად კიევში ჩავიდა

09.04.22 19:09
ბორის ჯონსონი  ყველასათვის მოულოდნელად კიევში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა - ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ  ზელენსკის შეხვდა  .

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი არის რუსეთის შემოჭრის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე, ლიდერი რუსეთზე სანქციების ზეწოლისა და უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკითხებში. კეთილი იყოს შენი მობრძანება კიევში მეგობარო! - დაწერა ცოტა ხნის წინ ზელენსკიმ. 

უკრაინაში ვიზიტად მყოფი ბორის ჯონსონი კი წერს, რომ უკრაინის მზარდაჭერა გაგრძელდება: 

 შევხვდი ჩემს მეგობარ პრეზიდენტ ზელენსკის კიევში, როგორც ჩვენი ურყევი მხარდაჭერის საჩვენებლად უკრაინელი ხალხისადმი. ჩვენ ვადგენთ ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც მოწმობს ჩვენი ქვეყნის ერთგულებას რუსეთის ბარბაროსული კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლაში"- წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი.