ვბრუნდები მკაფიო გეგმით - ბორელი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ 4 პუნქტიანი გეგმას ავეცელებს
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ უკრაინის მხარდასაჭერად ახალ ნაბიჯებს აანონსებს:
"ვბრუნდები მკაფიო გეგმით:
- ამ ომს ბრძოლის ველზე მოიგებენ. დამატებით €500 მილიონი ევროპის სამშვიდობო ფონდიდან უკვე გზაშია. იარაღის მიწოდება უკრაინის საჭიროებებზე იქნება მორგებული.
- ომის დანაშაულები: კრამატორსკში რუსეთის სასტიკი თავდასხმა დაუცველი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ კვლავ აჩვენებს კრემლის სრულ უპატივცემულობას ადამიანის სიცოცხლის მიმართ. ეს მხოლოდ გაზრდის ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ხვალ შეხვედრა გაიმართება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან, რომ განვიხილოთ მორგებული მხარდაჭერა, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისგან.
- ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლის ზრდა რუსეთზე. უკვე დავაწესეთ მასშტაბური სანქციები, მაგრამ მეტი უნდა გაკეთდეს ენერგეტიკის სექტორში, ნავთობის ჩათვლით.
ორშაბათს მე ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს, რათა შემდეგი ნაბიჯები განვიხილოთ". – წერს ბორელი .