ოკუპანტებმა უკრაინის აღმოსავლეთით კიდევ ერთი რკინიგზის სადგური დაბომბეს

კრამატორსკის შემდეგ ოკუპანტებმა უკრაინის აღმოსავლეთით კიდევ ერთი რკინიგზის სადგური დაბომბეს. შემთხვევა დღეს ღამით მოხდა. წინა შემხვევისგან განსხვავებით საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. დაზიანებების მიუხედავად, რკინიგზის სადგური მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
8 აპრილს ოკუპანტებმა კასეტური ბომბებით კრამატორსკის რკინიგზის სადგური დაბომბეს. იერიშის დროს ადგილზე 4000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იყო, რომლებიც ქალაქიდან ევაკუირებას ცდილობდნენ. შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა, 109 კი დაშავდა.