იერიშები ხარკოვსა და ნიკოლაევზე - ოკუპანტები აღმოსავლეთ უკრაინას უტევენ
რუსული არმია სარაკეტო იერიშებს უკრაინის აღამოსავლეთის აგრძელებს. ოკუპანტების ისევ მშვიდობიან ადამიანებს ბომბავენ. არიან გარდაცვლილები და დაჭრილები.
მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა ნიკოლაევი. ქალაქის მერის ცნობით, ქალაქზე იერიშებს დაცვის თანამშრომელი ემსხვერპლა.
მტერმა იერიშები ხარკოვზეც განაახლა. რუსეთმა ძალები იზიუმის მხარეს გადასიროლა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში დაბომბილი უბნების და ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლები ჩანს.
მარიუპოლის აღებით ისევ იმუქრება კადიროვი. ჩეჩნეთის ლიდერი უკრიანაზე ახალ შეტევებს აანონსებს.
შეტევა იქნება არა მხოლოდ მარიიუპოლზე, არამედ სხვა ადგილებში ქალაქებსა და სოფლებზე. რუსული ძალები ლუგანსკსა და დონეცკს ათავისუფლებენ. შემდეგ კი ავიღებთ კიევს და ყველა სხვა ქალაქებს. გარწმუნებთ, უკან არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ, - ამბობს კადრიოვი ვიდეომიმართვაში.
კიევზე შეტევას ელოდებიან უკრაინის დედაქალაქშიც. მიუხედავად იმისა, რომ კიევი ოკუპანტებისგან სრულად გათავაისუფლებულია, კიევის მერი, ვიტალი კლიჩკოარ გამორიცხავს, რომ რუსეთმა მისი აღების მცდელობები განაახლოს.
ის, რომ მტერმა ქალაქიდან უკან დაიხია, არ ნიშნავს,რ ომ მტერმა დედაქალაიქს აღების სურვილზე უარი თქვა, ამიტომ არ არის გამორიცხული ორკებამ კიევის 2 დღეში აღება კიდევ სცადონ. დედაქალაქი კი თავდაცვისთვის მზად უნდა იყოს. ოკუპანტები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სისასტიკეს და გენოციდს განაგრძობენ იმ რეგიონებში, სადაც შეიჭრნენ, - განაცხადა კლიჩკომ.