ოკუპანტებს უკრაინაში უკვე 183 ბავშვი ემსხვერპლა

რუსულ სისასტიკეს უკრაინაში უკვე 183 ბავშვი ემსხვერპლა, დაიჭრა 342-ზე მეტი. უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, ომის მიმდინარეობისას სულ 525 უკრაინელი ბავშვი დაშავდა.
ბავშვების სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დონეცკში ფიქსირდება. შემდეგ მოდის კიევი, ხარკოვი, ჩერნიგოვი, ნიკოლაევი და სხვა ქალაქები.
ოკუპანტების დაბომბვების შედეგად 938 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, ამათაგნ 87 მთლიანად დაინგრეულია.