ზელენსკიმ სამხრეთ კორეის პარლამენტს იარაღის მიწოდება სთხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა სამხრეთ კორეის პარლამენტს სიტყვით მიმართა და სამხედრო შეიარაღება მოითხოვა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სეულს აქვთ ის შეიარაღება, რომელიც უკრაინისთვის შესაძლოა, შეუცვლელი იყოს.
ჩვენ ჰაერსაწინააღმდეგო თადვაცვის სისტემებს ვსაჭიროებთ. ჩვენ გვჭირდება თვითმფრინავები, ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემები და შეირაღება. თქვენ გაქვთ ის, რაც ჩვენთვის შესაძლოა, შეუცვლელი იყოს. თქვენ ეს გაქვთ: ჯავსანმანქანები, ჰაერსაწინააღმდეგო, ტანკსაწინააღმდეგო, გემსაწინაარმდეგი იარაღები.
როდესაც ომში ცოცხლად გადარჩენის საკითხი დგას, რომელიც ხალხის სრულად დამორჩილებაზეა მიმართული, პრინციპული პასუხების გაცემაა საჭირო. იარაღის მიწოდების წესები უნდა გადაიხედოს და სწრაფად ვიმოქმედოთ. უნდა დაგვეხმაროთ, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინისთის იარაღის მიწოდება არა მხოლოდ ამ კონკრეტული ქვეყნის, არამედ რუსული აგრესიისგან სხვა სახელმწიფოების გადარჩენასაც ნიშნავს.