რუსეთს სურს, მარიუპოლი "სამაგალითოდ" გაანადგუროს - ზელენსკი

11.04.22 14:44
რუსეთს სურს, მარიუპოლი "სამაგალითოდ" გაანადგუროს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, აგრესორის იერიშების გამო მარიუპოლში 10 ათასობით  ადამიანი დაიღუპა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთს სურს ეს ქალაქი სამაგალითოდ გაანადგუროს. ამის შესახებ მან სამხრეთ კოერის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. 

ძალიან ცუდი მდგომარეობაა მარიუპოლში... მარიუპოლი დანგრეულია. იქ 10 ათასობით დაღუპულია. ამის მიუხედავად, რუსები ამ ქალაქზე შეტევებს არ წყვეტენ. მათ სურთ, რომ მარიუპოლი სამაგალითოდ გაანადგურონ, - განაცხადა ზელენსკიმ. 

მარიპუოლი ოკუპანტებს 1 მარტყის შემდეგ ბლოკირებული აქვთ. ქალაქში მძმე სიტუაციაა, თუმცა მტერი მშვიდობიანი მოქალაქეები დაბომბვას განაგრძობს. 

მსგავსი სიახლეები