ფული ინფორმაციის სანაცვლოდ - ოკუპანტები ომში უკრაინელ არასრულწლოვნებს ითრევენ

პუტინის რეჟიმი ომში არასრულწლოვნების ჩათრევას ცდილობს. ინფორმაციას უკრაინის სპეცსამსახურები ავრცელებენ. ირკვევა, რომ რუსი სამხედროები უკრაინელ ბავშვებს აიძულებენ მიაწოდონ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების და გადაადგილების შესახებ. უკრაინის დაზვერვას ამის რამდენიმე მტკიცებულება გააჩნია.
რუსეთის შეიარაღებული ძალები იყენებე უკრიანელ არასრულწლოვნებს დასადგენად. მტერს არ გააჩნია მორალური ბარიერები და ითრევს არასრულწლოვნებს სისხლიანი გეგმების აღსრულებაში. ხარკოვში ოკუპანტებმა ტელაგრამით კონტაქტი დაამყარეს არასრულწლოვანთან, დაპირდნენ ფულის გადახდას თუ მიაწოდებდა ინფორმაცისა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეასხებ, ლუგანსკში რუსმა ჯარისკაცებმა 16 წლის მოზარდს შესთავაზეს ფული უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილებაზე ინფორმაციის სანაცვლოდ. არასრუწლოვანს შეეშინდა, თუმცა ოკუპანტებმა დაამშვიდეს, რომ არასრულწლოვანი იყო და ვერ დააკავებდნენ. უკრაინელი ძალოვნების ჩარევით ვერ მოხერხდა ინფორმაციის გადაცემა. უკრიანის უშშროების სამსახური შეგახსენებთ, რომ პასუხისგებაში შეიძლება პირი მიეცეს 16 წლის, გამონაკლის შემთხვევაში 14 წლის ასაკიდანაც, - ამბობს უკრაინის უსაფრთხოების სასმახურის პრესსსამსახურის უფროსი.