გადამწყვეტი შეტევა მარიუპოლზე - ოკუპანტების სამიზნე აზოვის ბატალიონია

11.04.22 15:24
გადამწყვეტი შეტევა მარიუპოლზე - ოკუპანტების სამიზნე აზოვის ბატალიონია

რუსული არმია მარიუპოლზე გადამწტყვეტი შეტევისთვის ემზადება. მარიოპოლის მიწასთან გასწორება დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა უკვე დაანონსა. რუსული არმიის სამიზნე  ისევ მარიუპოლის მცევლები არიან. ოკუპანტები  აზოვის ბატალიონის განადგურებას გეგმავს, რომელიც ქალაქს  45 დღეა იცავს.

სავარაუდოა, რომ მარიუპოლზე შეტევა დღესვე განხორციელდება. 

ოპერაცია იქნება ინტენსიფიცირებული, რადგან რაც უფრო ვაჭიანურებთ, მით მეტად იტანჯება ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც მძევალია ამ სიტუაციაში.  გასნაზღვრულია მიმართულებები, რომელზეც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაჩქარდება. უფრო დაწვრილებით უკვე რეალური რეჟიმის პირობებში შეიტყობთ, აზოვსტალის რაიონში დაახლოებით 3 ათასი უკრაინელი ნაციონალისტი იმყოფება, - განაცხადა დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა.

ამ დროისათვის მარიუპოლში ისევ მძიმე ვითარებაა. ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა, რადგან საბრძოლო მოქმედებების ფონზე იქ ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ვერ ხერხდება. ადამიანები წყლის, საკვების და საჭირო ნივთების გარეშე არიან დარჩენილები. 

ამის გარდა, რუსეთი ავრცელებს ინფორმაციას, რომ იზიუმიდან სამხრეთით 5 კილომეტრში მოკლულია ტარას ბობანიჩი, რომელიც მემარჯვენე სექტორის ლიდერი იყო და წლების განმავლობაში უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძოდა.