აქ ახალი ისრაელია, გარანტირებული გვაქვს სამხედრო შეტაკებები 2035 წლამდე - არესტოვიჩი
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსეი არსეტოვიჩი რუსეთ-უკრაინას შორის ომის გაგრძელებას 2035 წლამდე პროგნოზირებს. მისი თქმით, უკრაინა მეორე ისრაელად იქცა და შეტაკებები შესაძლოა, პერიოდულად სულ იყოს.
არესტოვიჩი მოსახლეობას მოუწოდებს თუ მსგავსი სცენარისთვის მზად არ არია, საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში წავიდნენ.
გარანტირებული გვაქვს რამდენიმე სამხედრო შეტაკება 2035 წლამდე. ეს ნიშნავს შეტაკებას ყოველ 2, შესაძლოა, 5 წლიწადში ერთხელ და დიდი შეტაკებები ყოველ 7-8 წელიწადში ერთხელ. მათ, ვინც არ არის ამისთის მზად, ვინც ახლა ყვირის იმაზე თუ როგორ უნდა იცხოვროს და აღზარდოს ბავშვები, სჭირდება სხვა ქვეყანა. აქ არის ახალი ისრაელი. მხოლოდ მასშტაბებია უფრო დიდი და საშინელი. ვინც არ არის მზად, არის თბილი ესპანეთი და ქვეყანა . წადით იქ, თუ არ ხართ მზად, - განაცხადა არესტოვიჩმა.