აღმოსავლეთსა და სამხრეთში დაიწყება ომის ახალი ტალღა, იქნება რთული ბრძოლები - ზელენსკი

11.04.22 16:44
აღმოსავლეთსა და სამხრეთში დაიწყება ომის ახალი ტალღა, იქნება რთული ბრძოლები - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, გაუძლებს თუ არა უკრაინა რუსულ აგრესიას, დამოკიდებული იქნება იმ ფაქტზე, საჭირო იარაღს მიაწვდიან თუ არა დასავლელი მეკავშირეები. ამის შესახებ ზელენსკიმ ინტერვიუ გამოცემა CBS-ს მისცა.

იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთული ბრძოლა, თან არაერთი. ეს იქნება ამ ომის ახალი ტალღა. არ ვიცით, რა რაოდენობის ტექნიკა მიიღებს ამ ბრძოლაში მონაწილეობას. თუმცა, გასაგებია, რომ გაცილებით უფრო დიდი და მასშტაბური ბრძოლები იქნება. მოსალოდნელია აღმოსავლეთსა და სამხრეთში უფრო დიდი მობილიზება სამხედრო ტექნიკის.

ჩვენ ვიცით, რას აპირებს მტერი და ისიც ვიცით, რომ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ დახმარებას გაგვიწევენ ქვეყნები, მათ შორის, აშშ. მეკავშირეების დახმარებაზე იქნება დამოკიდებული, გავძლებთ თუ არა.

მე 100%-ით დარწმუნებული ვარ ჩვენი შეიარაღებულ ძალებსა და მოქალაქეებში, თუმცა, იმაში არ ვარ დარწმუნებული, მივიღებთ თუ არა საჭირო შეიარაღებას - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

მსგავსი სიახლეები