უკრაინელი მესაზღვრის თავგანწირვა - მარიუპოლში ოფიცერმა თავი აიფეთქა
უკრაინელი მესაზღვრის თავგანწირვა - ოკუპანტების მიერ ბლოკირებულ მარიუპოლში ოფიცერმა რადიოსადგურის განადგურების დროს თავი აიფეთქა. აღნიშნული ქმედებით მან თანამებრძოლები გადაარჩინა და მტერს ხელში კავშირგაბმულობის საშუალება არ ჩაუგდო.
ირკვევა, რომ 9 აპრილს ოკუპანტებთან ბრძოლის დროს სამხედრომ თანამებრძოლები არ გაყიდა და მტერთან პირისპირ მარტო დარჩა. ოფიცერი, რომლის სახელიც არ საჯაროვდება, დაიჭრა. ამის შემედგ მან თავი აიფეთქა და რადიოსადგური გაანადგურა.
სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერის ცნობით, ოფიცერი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მარიუპოლშ საბრძოლო დავალებებს ასრულებდა.