ჩვენი მიზანია, ბოლო მოეღოს აშშ-ს სრული დომინირების უგუნურ კურსს მსოფლიოში - ლავროვი

11.04.22 17:05
ჩვენი მიზანია, ბოლო მოეღოს აშშ-ს სრული დომინირების უგუნურ კურსს მსოფლიოში - ლავროვი

კრემლის აღიარება - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთის მიზანს მსოფლიოში  აშშ-ს დომინირების მოსპობა წარმოდგენს. მისი თქმით, უკრაინაში "სპეცოპერაცია"-ს გარკვეულწილად ამ მიზანს ემსახურება. 

უკრაინისგან   დაიწყეს ერთგვარი პლაცდარმის შექმნა მოსკოვის საბოლოოდ დასათრგუნად და მის დასაქვემდებარევლად დასავლეთის მიერ აშენებულ გლობალურ სისტემაში. რუსეთი არასდროს დაემორჩილება ამ ზეწოლას. ჩვენი ქვეყანა თავისი ისტორიით და ტრადიციებით შეიძლება იყოს საერთაშორისო საზოაგდოების წევრი მხოლდო თანაბარი პირობებით საერთო უსაფრთხოების სისტემაში. რაც შეეხება ბორელის სიტყვებს, ან რაღაც პირადული ჰქონდა, ან უბრალოდ რაღაც წამოროშა. უკრაინაში სპეცოპერაციის კიდევ ერთი მიზანი არის ის, რომ ბოლო მოეღოს აშშ-ს სრულ დომინირების უგუნურ კურსს მსოფლიოში. რუსეთი მხარს უჭერს უკრაინასთან მოლაპარაკებას. მოსკოვი კიევში მოლაპარაკებეის გამართვის მომხრეა.  უკრაინის წარმოიმადგენლები თავს არიდებენ მოლაპარაკებებს, მაგრამ ჩვენ მომთმენი და დაჟინებული ერი ვართ, - განაცხადა ლავროვმა.