1 დაღუპული და 3 დაშავებული - ოკუპანტები ლუგანსკზე იერიშებს განაგრძობენ

12.04.22 10:27
1 დაღუპული და 3 დაშავებული - ოკუპანტები ლუგანსკზე იერიშებს განაგრძობენ

რუსი სამხედროები ლუგანსკის ოლქზე იერიშებს განაგრძობენ. გასული ღამის განმავლობაში დაბომბვებს 1 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა. 

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, ოკუპანტებმა ცეცხლი სევეროდონეცკში, ლისიცანსკში, კრემნში, ნოვოდრუჟესკსა და რუბეჟნიში გახსნეს. იერიშების შედეგად 17 ობნიექტი დაზიანდა, მათ შორის, 14 საცხოვრებელი სახლია. 

სერგეი გაიდაის თქმით, ყველაზე ხშირად მაშველებნსი გამოძახება რუბეჟნიში უწევთ, სადაც უკვე ერთი თვეა კადიროვის დაჯგუფება იმყოფება. 

მსგავსი სიახლეები