მარიუპოლში 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - ქალაქის მერი

რუსების მიერ მარიუპოლის ალყაში მოქცევის შემდეგ ქალაქში 10 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას ქალაქის მერი ავრცელებს. ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, 20 ათასამდე გაიზარდოს, რადგან ქალაქის ქუჩებში დაღუპული ადამიანების ცხედრები ხალიჩასავით არის მოფენილი.
მარიუპოლის მერის ცნობით, რუს სამხედროებს ცხედრები უზამრმაზარ სავაჭრო ცენტრში მიაქვთ, სადაც მობილური კრემატორიუმებიც მიიტანეს.