რუსეთმა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენა - მოწამლულები არიან აზოვის ბატალიონის ჯარისკაცები

12.04.22 11:08
რუსეთმა  უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენა - მოწამლულები არიან აზოვის ბატალიონის ჯარისკაცები

რუსეთმა  უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენა. ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატით ქიმიური ნივთიერება ბატალიონ აზოვის დისლოკაციის ადგილას ჩამოაგდეს. შემთხვევის შედეგად მარიუპოლის მცველები მოიწამლნენ. 

მომხდარის შესახებ ინფორმაცია აზოვის ბატალიონმა გაავრცელა. 

რუსებმა ქიმიური იარაღით შეუტიეს მარიუპოლს, აზოვსტალის ქარხაას, აზოველების ციხე სიმაგრეს. 3 ადამიანს ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის სიმპტომები აქვს, მაგრამ კატასტროფული შედეგების გარეშე. წინსვლისთვის სხვა აღარაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ ასეთი არადაამიანური ქიმიური იარაღი გამოიყენონ. მასობრივი განდგურების იარაღის გამოყენებაც კი ამ იდიოტებს სრულფასოვნად არ შეუძლიათ. ეს გააკეთეს შიშისგანდ ა სიმხდალისგან. ხომ იციან, რომ ამას მსოფლიო გაიგებს, რომ ტერორისტები არიან, არღვენენ სხვადასხვა კონვენციებს. ეს ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ მარიუპოლის აღება, - ამბობს აზოვის პოლკის ყოფილი მეთაური. 

ქიმიური იარაღის გამოყენებამდე გუშინ პრორუსმა სეპარატისებმა დაანონსეს,  რომ მარიუპოლზე გადამწყვეტ შეტევას აპირებდნენ, რადგან აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებულ უკრაინელ ჯარისკაცების ვერ ანეიტრალებდნენ. მათ შორის, სატელევიზიო ეთერით ოკუპირებული დონეცკის პოლიციის უფროსმა განაცხვადა, რომ უმჯობესი იყო ქიმიური იარაღის გამოყენება. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა ბაიდენმა დაანონსა,  რომ თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებდა, ამისთვის მკაცრად დაისჯებოდა.

მსგავსი სიახლეები