რუსეთმა პირობა ისევ დაარღვია - ოკუპანტებმა მარიუპოლში საევაკაციო ავტობუსები დაბომბეს

12.04.22 11:18
რუსეთმა პირობა ისევ დაარღვია - ოკუპანტებმა მარიუპოლში საევაკაციო ავტობუსები დაბომბეს

რუსეთის მორიგი ტყუილი - ოკუპანტებმა მარიუპოლში სიჩუმის საათის შესახებ პირობა დარღვიეს და პირდაპირ საევაკუციო ავტობუსები დაბომბეს. ინფორმაციას ქალაქის მერი ავრცელებს. 

მოგვატყუეს, გვითხრეს, დღისით 5 საათამდე ცეცხლის შეწყვეტის ფანჯარა იქნებაო და  მომზადება გვთხოვეს. მოვაწყვეთ ავტობუსები, მმაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს დადგეგმილი იყო, რუსეთის არმიამ პირდაპირ ავტობუსების კოლონა დაბომბა. ნახევარი გაანადგურეს. არავითარი საშუალება არ მოგვცეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ქალაქიდან გაგვეყვანა, - ამბობს მარიუპოლის მერი. 

მარიუპოლი რუსი სამხედროების ალყაშია.  ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა. მოსახლეობა ქალაქის დატოვებქას ვერ ახერხებს. 

მსგავსი სიახლეები