ჩვენ არ ვიღებთ იმდენს, რამდენიც საჭიროა ამ ომის სწრაფად დასასრულებლად - ზელენსკი

12.04.22 11:31
ჩვენ არ ვიღებთ იმდენს, რამდენიც საჭიროა ამ ომის სწრაფად დასასრულებლად - ზელენსკი

სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიღებთ იმდენს, რამდენიც საჭიროა ამ ომის სწრაფად დასასრულებლად,- ვოლოდომირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს სთხოვს უკრაინას კიდევ უფრო მეტი შეიარაღება გადასცენ. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ  მარიუპოლის ბლოკადის მოხსნას ქვეყანა საკმარისი რაოდენობის მძიმე ჯავშანტექნიკის და შეირაღების მიღების შემთხვევაში შეძლებდა. 

სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიღებთ იმდენს, რამდენიც საჭიროა ამ ომის სწრაფად დასასრულებლად, რათა სრულად გავანადგუროთ მტერი ჩვენს მიწაზე და შევასურლოთ ის ამოცანები, რომელიც ყოველი ჩვენი მოქალაქისთვის ცხადია. კერძოდ, მარიუპოლის ბლოკადის მოსხნისთვის თუ ჩვენ მივიღებდით თვითმფრინავებს და საკმარისი რაოდენობის მძიმე ჯავშანტექნიკას, აუცილებელ არტილერიას, ჩვენ ამის გაკეთებას შევძლებდით, თუმცა ჯერ კიდევ გვიწევს ამაზე შეთახნმება, ჯერ კიდევ გვიწევს დარწმუნება, ჯერ კიდევ გვიწევს აუცილებელი გადაწყვეტილებების იძულება. დარმწუნებული ვარ, რომ ჩვენ მივიღებთ თითქმის ყველაფერს რაც გვჭირდება, თუმცა იკარგება არა მხოლოდ დრო, იკარგება უკრაინელების სიცოცხლე, რომელსაც უკვე ვეღარ დავაბრუნებთ და ეს არის მათი პასუხისმგებლობა, ვინც ამ დრომდე საწყობებში ინახავს უკრაინისთვის აუცილებელ იარაღს. პასუხისმგებლობა, რომელიც სამუდამოდ დარჩება ისტორიაში, ისევე, როგორც სამუდამოდ დარჩება ისტორიაში ჩვენი მადლიერება იმ სახელმწიფოებისა და პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც რეალურად დაგვეხმარნენ, რომლებიც არ ვაჭრობდნენ, რომლებიც დაგვეხმარნენ სიცოცხლის გადარჩენაში, - განაცხადა ზელენსკიმ.