რუსეთმა ერაყიდან კონტრაბანდული შეირაღება მიიღო

რუსეთმა ერაყიდან კონტრაბანდული შეირაღება მიიღო - ამის შესახებ სტატიას ბრიტანული "The Guardian" აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, ერაყიდან რუსეთმა კონტრაბანდული გზით რაკეტსაწინააღმდეგო და ასევე, ზალპური ცეცხლის ბრაზილიური სისტემები გადაიტანა. რუსეთში ზღვით გადაიტანეს ირანული წარმოების სარეკეტო კომპლექსი "ბავარიც", რომელიც რუსული წარმოების "ე 300"-ის მსგავსია.
"დასავლური სანქციების შემდეგ რუსეთი იძულებულია დანაშაულებრივ სამყაროსთან იარაღთ ივაჭროს და მისი მოკავშირე ისევ ირანი იყოს", - წერს "The Guardian"-ი . მისივე ცნობით, შეირაღების ნაწილი, რომელიც რუსეთში კონტრაბანდული გზით გადაიტანეს, ერაყმა სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ თავდაცვისთვის ამერიკელებისგან მიიღო.