ქიმიური იერიში აზოვსტალზე - უკრაინის თავდაცვის ვარაუდით, ოკუპანტებმა ფოსფორის იარაღი გამოიყენეს

რუსეთის მიერ მარიუპოლში შესაძლო ქიმიური იარაღის გამოეყენებას საკითხს უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა სწავლობს. თავდაცვის მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ აზოვსტალზე რუსებმა ფოსფორის იარაღი გამოიყენეს.
ვამოწმებთ ინფორმაციას, ვცდილობთ დავადგინოთ ეს რა იყო. წინასწარი შეფასებით, ეს ადგილი ფოსფორის იარაღს ჰქონდა. საბოლოო, უფრო ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით გვექნება, - განაცხადა ანა მალიარმა.
ამასთან, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების რისკი არსებობს.
11 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენა. ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატით ქიმიური ნივთიერება ბატალიონ აზოვის დისლოკაციის ადგილას ჩამოაგდეს. შემთხვევის შედეგად მარიუპოლის მცველები მოიწამლნენ.