ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ყველა საპასუხო ქმედებას განვიხილავთ - დიდი ბრიტანეთი

12.04.22 12:11
ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ყველა საპასუხო ქმედებას განვიხილავთ - დიდი ბრიტანეთი

„პუტინმა უნდა იცოდეს, რომ დასავლეთი პასუხის ყველა ვარიანტს განიხილავს,“ - ასე ეხმიანება ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი მარიუპოლში შესაძლო ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხს.

ჯეიმს ჰიპის თქმით, ჯერ-ჯერობით ბრიტანეთმა ოკუპანტების მიერ ქიმიური ნივთიერების გამოყენების ფაქტი ვერ გადაამოწმა, თუმცა ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში დასავლეთი რეაგირების ყველა ვარიანტს განიხილავს. 

მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ ეს ნივთები შესაძლოა, სხვადასხვა სახით იყოს გამოყენებული: დაწყებული ცრემლსადენი გაზით, რომელსაც მასობრივი არეულობების დროს იყენებენ, დამთავრებული სიკვდილის გამომწვევი ქიმიური იარაღით. მე ასევე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია მკაფიო გააზრება, რომ არსებობს საკითხები, რომელიც ჩარჩოებს სცდება. ქიმიური იარაღის გამოყენება უპასუხოდ არ დარჩება და ამ პასუხის ბევრი ვარიანტი არსებობს,  - განაცხადა მინისტრმა. 
 

11 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა  უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენა. ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატით ქიმიური ნივთიერება ბატალიონ ,,აზოვის" დისლოკაციის ადგილას ჩამოაგდეს. შემთხვევის შედეგად მარიუპოლის მცველები მოიწამლნენ.  

მსგავსი სიახლეები