"დაგვეწყო ტახიკარდია, სისუსტე" - ქიმიური ნივთიერებით მოწამლულები მომხდარის შესახებ ყვებიან

12.04.22 13:07
"დაგვეწყო ტახიკარდია, სისუსტე" - ქიმიური ნივთიერებით მოწამლულები მომხდარის შესახებ ყვებიან

ოკუპანტების ქიმიური იერიშის შედეგად 3 ადამიანი მოიწამლა. აქედან 1 აზოვის ბატალიონის ჯარისკაცი, ხოლო 2 სამოქალაქო პირია. სამივე მათგანი მარიუპოლის მიწისქვეშა თვაშესაფარშია მოთავსებული.

ქიმიური მოწამვლის შედეგად დაშავებული ადამაიანები მომხდარს იხსენებენ და იმ სიმპტომებზე საუბრობენ, რომელიც განიცადეს. მათი თქმით, ოკუპანტების იერიშის შემდეგ მწვავე ტახიკარდია და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდათ. 

ჩვენ ვიმალებოდით, გავიგეთ აფეთქების ხმა. გარეთ გავედით, რომ შეგვემოწმებინა რა ხდებოდა. დავინახე ნისლი, უფრო კვამლს ჰგავდა. გვიბრძანეს, რომ თავშესაფარში შევსულიყავით. როდესაც დავბრუნდი, სუნთქის უკმარისობა ვიგრძენი. ძალიან მიმძიმდა სუნთქვა. მაშინვე ვიგრძენი გულის რევა, ფეხებს ვეღარ ვამოძრავებდი, ბამბასავით იყო. შემდეგ მოგვცეს აირწინაღები. ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, ძლივს ვსუნთქავდი, - ამბობს ერთ-ერთი დაშავებული. 

მომხდარს სხვა დაშავებულიც იხსენებს.

გარეთ იშვიათად გავდივართ. გვინდოდა სუნთქვა შეგვეკრა და შეგვეხედა რა ხდებობდა. ქარხანაში თეთრი კვამლი   იდგა. თავდაპირველად ცუდად გავხდით, დაგვეწყო ტახიკარდია, სისუსტე, არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო, ზემოთ ძლივს ავაღწიეთ. იქ 10 მეტრიანი დისტანციაა, დედამ სამჯერ ცნობიერება დაკარგა. მას რეანიმაცია ჩავუტარეთ. 5 მეტრის სიმაღლეზე მე ყურებში ხმაური ვიგრძენი. როდესაც დავბრუნდი, წამოდგომა უკვე აღარ შემეძლო. ისეთი სისუსტე გაქვს, რომ არაფრის გაკეთება შეგიძლია, აღარც სიარულის თავი გაქვს, - ამბობს თვითმხილველი. 

11 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა  უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენა. ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატით ქიმიური ნივთიერება ბატალიონ აზოვის დისლოკაციის ადგილას ჩამოაგდეს. შემთხვევის შედეგად მარიუპოლის მცველები მოიწამლნენ.