პუტინის ჯარის არაადამიანობა - რუსებმა ახალგაზრდა ქალები გააუპატიურეს, 9 მათგანი დაფეხმძიმდა

12.04.22 13:29
პუტინის ჯარის არაადამიანობა - რუსებმა ახალგაზრდა ქალები გააუპატიურეს, 9 მათგანი დაფეხმძიმდა

რუსული სისასტიკის კიდევ ერთი მტკიცებულება -  უკრაინის სახალხო დამცველის ინფორმაციით, კიევის მახლობლად ოკუპანტებმა ახალგაზრდა გოგოები სარდაფში 25 დღის განმავლობაში გამოკეტეს და მათ დროთადრო აუპატურებდნენ. ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის შედეგად 9 მათგანი დაფეხმძიმდა.

ხშირია ფაქტები, როცა პუტინის ჯარის წარმომადგენლები ოჯახებში შედიან, ქალებს აუპატიურებენ, ქმრებს კი კლავენ. ომბუდსმენის ინფორმაციით, კიევიდან 70 კილომეტრის დაშორებით პატარა სოფელში 50 წლის ქალი ოკუპანტებმა ჯერ გააუპატიურეს, ხოლო შემდეგ მისი მეუღლე მოკლეს. იმავე სამხედროებმა, ვინც სოფელში 50 წლის ქალი გააუპატიურეს, მათვე სექსუალურად იძალადეს სხვა ქალზეც, რომელიც 40 წლისაა. საქმის მასალების თანახმად, სექსუალური ძალადობის შემდეგ, ახალგაზრდა ქალს ყელი გამოჭრეს.

დენისოვას ინფორმაციით, 9 მარტს რამდენიმე რუსი აგრესორი უკრაინის დედაქალაქიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელში ერთ-ერთ სახლში შეიჭრა, რუსებმა ქმარი დახვრიტეს, ცოლი გააუპატიურეს და სახლი გადაწვეს. ამ სისასტიკეს კი მათი 9 წლის ბავშვი უყურებდა. 

დენისოვას საქმეებს შორისაა 33 წლის უკრაინელი ქალის ისტორიაც, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში 5 რუსი სამხედრო აუპატიურებდა, ხოლო შემდგომ მას ქმარი მოუკლეს.