ჩვენ კეთილშობილური მიზნები გვაქვს- პუტინი ომზე

"ჩვენ გვაქვს კეთილშობილური მიზნები - ამ სპეცორაციის მიზანი კი დონბასის დაცვაა, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ" - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ბელარუსის ლიდერთან შეხვედრის დროს განაცხადა. პუტინის თქმით, უკრაინაში ომი მაინც მოხდებოდა და ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო.
დონბასის დაცვასთან დაკავშირებით "სპეცოპერაცია" კეთილშობილურია, ამიტომ მიზანი მიღწეული იქნება. უკრაინაში მომრავლებულ ანტირუსულ ძალებთან შეტაკება გარდაუვალი იქნებოდა, ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო. რუსული შეიარაღბული ძალები უკრაინაში სპეცოპერაციის ფარგლებში მამაცად, სწორად, ეფექტურად და შედეგიანად მოქმედებენ, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მსოფლიოსგან ვერ იზოლირდება, რადგან ეს შეუძლებელია.