ავტომატი პირში ჩამიდეს, ცოლზე ფიზიკურად იძალადეს - უკრაინელები რუსულ სისასტიკეზე

12.04.22 14:15
ავტომატი პირში ჩამიდეს, ცოლზე ფიზიკურად იძალადეს - უკრაინელები რუსულ სისასტიკეზე

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქიდან გამოქცეული ადამიანები რუსულ სისასტიკეზე საუბრობენ და ფაქტებს იხსენებენ. ადგილობრივები ყვებიან, რომ რუსი ჯარისკაცები ძარცვავდნენ მათ სახლებს, ემუქრებოდნენ მოკვლით და ცოლების გაუპატიურებით. 

2014 წელს ერთხელ ომმაგმოვლილი ადამიანები ამბობენ, რომ რუსეთმა მათ ცხოვრება მეორედ დაუნგრია. 

როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება, 2014 წელს წამართვეს სახლი, სამსახური, ყველაფრის გარეშე დავრჩი. 2-ჯერ ჩაცხრილვას მიპირებდნენ. ყველა მომიკლეს, მეგობრები, ნათესავები, აღარავინ და არაფერი დამრჩა. ამის მერე დღემდე ფეხზე დადგომას ვცდილობდი და ყველაფერი თავიდან დაიწყო. მოვიდნენ რუსები, წამართვეს ფული, დამაჩოქეს, ავტომატი პირში ჩამიდეს, ცოლზე ჩემს თვალწინ ფიზიკურად ძალადობდნენ, მისი გაუპატიურებით მემუქრებოდნენ, შემდეგ კი მის თალწინ მკოკვლით. რაც კი მოქნდა ყველაფერი მივეცი. კი ცოცხალი ვარ, მაგრამ ცხოვრება როგორ უნდა გავგრძელო არ ვიცი. ბებიაჩემმმა ჰოლოკოსტი გაიარა და ისიც კი გადარჩა, აქ გადარჩენა შეუძლებელია, ესენი ფაშისტებზე უარესები არიან, - ამბობს უკრაინის მოქალაქე. 

მსგავსი სიახლეები