ევროპამ სანქციების პაკეტში უნდა შეიტანოს რუსული ნავთობის აკრძალვა - ზელენსკის მიმართვა ლიეტუვას სეიმს

12.04.22 14:41
ევროპამ სანქციების პაკეტში უნდა შეიტანოს რუსული ნავთობის აკრძალვა - ზელენსკის მიმართვა ლიეტუვას სეიმს

ევროპამ უნდა შეტანოს სანქციების მე-6 პაკეტში რუსული ნავთობის აკრძალვა- ამის შესახებ ვლადიმერ ზელენსკიმ ლიეტუვას სეიმთან ჩართვისას ისაუბრა.

არ უნდა ელოდოთ სანქციების მე-6, მე-7, ან მეოცე პაკეტს, უნდა მიიღოთ მართლაც მძლავრი გადაწყვეტილება. ევროპას ეს შეუძლია და უნდა შეიტანოს სანქციების მეექვსე პაკეტში რუსული ნავთობის აკრძალვა, აუცილებლად უნდა მოჰყვეს სანქციების ქვეშ რუსული ბანკები, ოღონდ ყველა, არა მათი ნაწილი. - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ იმის მიუხედავად, რაც მოხდა ბუჩასა და სხვა ქალაქში, ევროპის ზოგი სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა, სურს თუ არა რუსული ენერგიის ყიდვა.

ამას გარდა, ზელენსკის თქმით, ასობით ევროპულმა კომპანიამ არა მარტო არ შეწყვიტა რუსეთის ბაზარზე მუშაობა, არამედ, ოპერირებას დემონსტარციულად აგრძელებს.

თუ სანქციების მეექვსე პაკეტში დაიწყეს რუსული ნავთობის განხილვა, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს ევროპის ძალისხმევა,  რუსეთს მშვიდობა აიძულოს - თქვა ზელენსკიმ.

ლიეტუვას ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, აპრილის თვიდან ოფიციალურმა ვილნიუსმა რუსული გაზის შესყიდვა შეწყვიტა.

 

 

მსგავსი სიახლეები