ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიშებს უმატეს - იზრდება მსხვერპლიც

ოკუპანტებმა ხარკოვზე შეტევებს უმატეს. მტერი ქალაქის დაბომბვას არ წყვეტს. რუსი სამხედროების იერიშების შედეგად 20 ათასი სახლი და შენობა დაზიანდა.
გუშინდელი დღიდან დაბომბვამ იმატა, ბომბავენ საცხოვრებელ სახლებს. დღეის მდგომარეობით 1644 მრავალსართულიანი კორპუსი დაინგრა. სულ ოკუპანტებმა 2000 შენობა დაანგრიეს და დააზიანეს. იერიშები, პრაქტიკულად, არ წყდება, - ამბობს ქალაქის მმართველი.
იგორ ტერეხოვის თქმით, მსხვერპლის რაოედნობა ისევ იზრდება. დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც.
არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. სამწუხაროდ, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. კიდევ ერთი ბიჭი გუშინ სროლაში მოჰყვა...მედიკოსები მისი გადარჩენისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ჭრილობები სიცოცხლესტან შეუთავსებელი იყო, - თქვა ქალაქის მერმა.