"მიყვიროდა და მოითხოვდა, ტანსაცმელი გამეხადა" - უკრაინელი ქალი რუსი სამხედროების სისასტიკეზე

12.04.22 15:07
"მიყვიროდა და მოითხოვდა, ტანსაცმელი გამეხადა"  - უკრაინელი ქალი რუსი სამხედროების სისასტიკეზე

უკრანელი ქალი, რომელზეც რუსმა სამხედრომ სექსუალურად იძალადა, მომხდარს იხსენებს. ქალი ყვება, რომ ოკუპანტებმა ჯერ მისი მეუღლე მოკლეს, შემდეგ კი მასზე იძალადეს. 

სამხედრო შემოვიდა სახლში, ჩემს ქმარს ესროლეს. შემდეგ ამ სამხედრომ წამიყვანა მეზობელ სახლში. მიყვიროდა და ბრძანებას მაძლევდა გამეხადა ტანსაცმელი, თორემ მესროდა. შემდეგ მან დაიწყო ჩემი გაუპატიურება. როდესაც ის ამას აკეთებდა, კიდევ 4 სამხედრო შემოვიდა,. მინდა ვკითხო პუტინს, რატომ ხდება ეს ყველაფერი? არ მესმის... ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ ქვის ხანაში, - ამბობს ქალი. 

უკრაინის სახალხო დამცველის ინფორმაციით, ხშირია ფაქტები, როცა პუტინის ჯარის წარმომადგენლები ოჯახებში შედიან, ქალებს აუპატიურებენ, ქმრებს კი კლავენ. ლუდმილა დენისოვამ ყველა აღნიშნული ფაქტი შეკრიბა და გაასაჯაროვა.