დადგენილია პირი, რომელმაც უკრაინელი ჩვილი გააუპატიურა - ზელენსკი
დადგენილი იმ რუსი აგრესორის ვინაობა, ვინც უკრაინელი ჩვილი გააპატიურა. ეს არის სადესანტო რაზმის წევრი ფსკოვიდან- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ლიეტუვის სეიმის წევრებთან ჩართვისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ სასტიკი დანაშაულის შესახებ ახლახანს გახდა ცნობილი. ფსკოვის სადესანტო რაზმის ერთ-ერთი წევრი, რომლის ვინაობაც გარკვეულია, დასცინოდა ახალშობილს.
დაფიქსირებულია გაუპატიურების ასობით შემთხვევა, მათ შორის, სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანსა და პატარა ბავშვებზე, წარმოიდგინეთ, ჩვილზეც კი.
ამის შესახებ მზარავს საუბარიც კი, მაგრამ ეს სიმართლეა. დადგენილია მოძალადის ვინაობაც, ეს არის რუსი მებრძოლი ფსკოვიდან, გვარად ბიჩკოვი. დესანტი, თუ სპეცრაზმელი, რომელმაც თავის მეგობრებს ეს ვიდეო გადაუგზავნა, ვიდეო იმის შესახებ, როგორ დასცინის ახალშობილს.
აი, ასეთები არიან რუსები, ,,ბავშვების დამცველები, აი, ასეთია სპეცოპერაცია, რომელსაც ახორციელებს მოსკოვი, ეს არის რუსული მშვიდობის დამყარება. აი, რასთან იქნება ამიერიდან ასოცირებული რუსული არმია, რუსი მედესანტეები ფსკოვიდან - განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამიერიდან რუსების ქმედება ასოცირდება გაუპატიურებასა და ძალადობასთან.