რუსეთი დამატებითი ძალების მობილიზებას ახდენს - კადრებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს

12.04.22 15:20
რუსეთი დამატებითი ძალების მობილიზებას ახდენს - კადრებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს

საოკუპაციო ძალებმა დამატებითი ძალების მობილიზება დაიწყეს და უკრაინის საზღვრებისკენ ახალი ძალები გადაისროლეს. ფაქტის ამსახველ კადრებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს და ამ ფორმით ძალის დემონსტრირებას ცდილობს. კადრებში ჯავშანტექნიკის გრძელი კოლონა ჩანს, რომელიც მაგისტრალზე გადაადგილდება. 

რუსეთის მტკიცებით, კადრები, რომელშიც რუსული ჯავშანტქენიკის გადაადგილება ჩანს, უკრაინის ტერიტორიაზეა გადაღებული.