სევეროდონეცკში რუსმა აგრესორებმა ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი დაბომბეს
სევეროდონეცკში რუსმა აგრესორებმა ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი დაბომბეს. აღნიშნული ცენტრი ყოველდღიურად 300 უმწეოსა და შშმ პირს ყოვედღიურად საკვებითა და ჰიგიენური საშუალებით ამარაგებდა. ჰუმანიტარულ ცენტს რუსმა აგრესორებმა 8 ჭურვი გაარტყეს - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ, განაცხადა.
დენისოვას ინფორმაციით, მასიურ დაბომბვის შედეგად დანგრეულია ცენტრის შენობა, დაიწვა პროდუქტების საწყობის მნისვნელოვანი ნაწილი.
დენისოვას ინფორმაციითვე, დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებიდან აგრესორებმა 700 ათასი სამოქალაქო პირი რუსეთში იძულებით წაიყვანეს.