ხარკოვი მასიური იერიშის მოსაგერიებლად ემზადება

12.04.22 17:15
ხარკოვი მასიური იერიშის მოსაგერიებლად ემზადება

აფეთქებების სერია ქალაქ ხარკოვში - რუსული ბომბები ისევ საცხოვრებლ სახლებში ცვივა, არიან გარდაცვლილები, დაჭრილები და დაშავებულები.

ხარკოვი თავდაცვისთვის ემზადება, მათ შორის ის ჯარისკაცებიც, რომლებმაც წვრთნა ახლახანს გაიარეს.

ბრძოლა არ ვიცი, მაგრამ ერთ ადგილზე ვერ ვიჯდებოდი, როცა ჩემი ქვეყანა ომშია ჩართული. აქამდე 4-ჯერ ვთხოვე, წინა ხაზზე გავეშვი, მაგრამ გამოცდილი ჯარისკაცები სჭირდებოდათ. ახლა ვემზადები, მოხალისე ვიქნები და ასე დავიცავ ხარკოვს - აცხადებს ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო.

ქალაქ ბელგოროდში კი სარაკეტო იერიში რკინიგზის სადგურზე მიიტანეს. აფეთქებულია ის სადგური, საიდანაც რუსეთი უკრაინის მიმართულებით ჯარებისა და ტექნიკის შეყვანას აპირებდა.

კრემლმა  გამოძიება დაიწყო, თუმცა უკრაინული მხარე პირდაპირ ამბობს, რომ ეს რუსეთის პროვოკაციაა. 

მსგავსი სიახლეები