უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე 191 ბავშვი დაიღუპა

13.04.22 10:50
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე 191 ბავშვი დაიღუპა

უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან 191 ბავშვი გარდაიცვალა და 349 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN უკრაინის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, რამდენიმე ბავშვი ბოლო დღეებში, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთით განხორციელებულ დაბომბვებს ემსხვერპლა.

მათივინფორმაციით, 16 წლის გოგონასა და 10 წლის ბიჭის დამწვარი ცხედარი კიევის ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ ბოროდიანკასა და დასავლეთ უკრაინაში, კოროლევკაში იპოვეს.

ამასთან, ბავშვები ემსხვერპლნენ  ხარკოვში მიმდინარე დაბომბვებსაც.