ზელენსკი რუსეთს მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს

13.04.22 11:17
ზელენსკი რუსეთს მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მთავრობას პრორუსი დეპუტატის მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს. 

ის 48 დღე იმალებოდა და ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტა გაქცევა ჩვენი ქვეყნიდან. ამ ასტრონავტისთვის, ამ სიტყვის ცუდი გაგებით, ცნობილმა ფრაზამ "წავედით" არ იმუშავაა.ის, რომ მედვედჩუკმა სამხედრო ფორმა ჩაიცვა, ნიშნავს, რომ ომის წესებს ექვემდებარება. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას ვთავაზობ მის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას", - ამბობს ზელენსკი.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა "პუტინის ნათლიმამად" წოდებული  პოლიტიკოსი, ვიქტორ მედვედჩუკი დააკავა.მედვედჩუკი უკრაინაში პრორუსული იდეების გავრცელებელი და რუსეთის ინტერესების ლობისტია. ის ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის ლიდერია. პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა. მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი და უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.