მსოფლიოში არ არის იმდენი "ინსცენირების" სპეციალისტი, რამდენი მკვლელიცაა რუსულ ჯარში - ზელენსკი

მსოფლიოში არ არის იმდენი "ინსცენირების" სპეციალისტი, რამდენი მკვლელიცაა რუსულ ჯარში - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მან ცივილიზებულ სამყაროს დახმარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა:
რუსეთი ამბობს, რომ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტა სავარაუდოდ, ინსცენირებულია. რატომღაც, მათ ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი ბოროდიანკაში, გოსტომელში, მაკაროვში, ჩერნიგოვის ქალაქებსა და სოფლებში მომხდარ ხოცვა-ჟლეტაზე"- თქვა პრეზიდენტმა.