პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის პრეზიდენტები კიევში მიემგზავრებიან

პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის პრეზიდენტები კიევში მიემგზავრებიან, ისინი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
"მივემგზავრები კიევში პოლიტიკური მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარების ძლიერი გზავნილით. ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერას. ერთად გამარჯვებამდე!"- წერს ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა Twitter-ზე.