ბუჩაში ამ დრომდე 403 დაღუპული უკრაინელის ცხედარი იპოვეს

კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში ამ დრომდე 403 დაღუპული უკრაინელის ცხედარი იპოვეს - განახლებული ინფორმაცია ბუჩას მერმა, ანატოლი ფედორუკმა გაავრცელა. ეს რიცხვი საბოლოო არაა და დაღუპულებს ჯერ კიდევ პოულობენ.
მერმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ამ ეტაპზე ქალაქში დაბრუნება უსაფრთხო არ არის.