უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ამ დრომდე 20 ჟურნალისტი დაიღუპა

13.04.22 13:49
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ამ დრომდე 20 ჟურნალისტი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ამ დრომდე 20 ჟურნალისტი დაიღუპა. უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის მიერ გამოქვეყნებულ სიაში მხოლოდ იმ ჟურნალისტთა სახელებია, რომელთა დაღუპვაც უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა. რამდენიმე ჟურნალისტი ამ დრომდე კავშირზე არ გამოდის.