დაგვეხმარეთ რუსეთში უკრაინელების დეპორტაციის შეჩერებაში - ზელენსკი ესტონეთის პარლამენტს

დაგვეხმარეთ რუსეთში უკრაინელების დეპორტაციის შეჩერებაში - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ესტონეთის პარლამენტის წევრებთან ჩართვისას განაცხადა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ესტონეთს მხარდაჭერისთვის, ლტოლვილების დახმარებისა და რუსულ ენერგომატარებლებზე უარის თქმის გამო.
მაგრამ ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა შევაჩეროთ ევროპის ბოროტებაში ჩაძირვა, რაც კონტინენტმა იხილა 1940-იან წლებში. ისტორიის შავი ფურცლები არ უნდა განმეორდეს, როცა ესტონელები და უკრაინელები დიდხანს აყურყუტეს ციმბირში, გადასახლებაში.
მე მოგიწოდებთ, ევროკავშირის დონეზე მოძებნოთ ისეთი ინსტრუმენტები რუსეთზე ზეგავლენის, რომელიც შეაჩერებს დეპორტაციას და ყველა დეპორტირებულ ადამიანს უკან, სამშობლოში ჩამოიყვან. ევროკავშირს შეუძლია, ეს უზრუნველყოს - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ზელენსკი ამბობს, რომ სანამ ათასობით უკრაინელ ბავშვს უკან, სამშობლოში, არ დააბრუნებენ, მანამდე რუსეთმა არ უნდა მიიღოს დაფინანსება ევროპული სახელმწიფოებისა და კომპანიებისგან.