ხარკოვში 2 რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდეს

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის, ინფორმაციით, უკრაინელმა სამართალდამცველებმა მტრის ორი თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
დღეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსების 2 თვითმფრინავი, რომელიც ხარკოვის დასახლებულ პუნქტებს ბომბავდა.
გვჯერა ჩვენი მებრძოლების, რომლებიც ხარკოვის ცას იცავენ - განაცხადა სინეგუბოვმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია რუსულ გამანადგურებლებზე - Су-34-სა და Су-30-ზე.