,,კარგად დაკეტეთ კარები, თქვენ არ გახდეთ ტყვეებში გასაცვლელი"- დიმიტრი მედვედევი ზელენსკის გუნდს ემუქრება

13.04.22 17:12
,,კარგად დაკეტეთ კარები, თქვენ არ გახდეთ ტყვეებში გასაცვლელი"- დიმიტრი მედვედევი ზელენსკის გუნდს ემუქრება

უკრაინაში ოლიგარქ მედვედჩუკის დაკავებამ მოსკოვის გაღიზიანება გამოიწვია. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი, ზელენსკის გუნდის წევრებს შურისძიებით ემუქრება.

კარები კარგად დაკეტეთ, შემთხვევით თქვენ არ გახდეთ მძევლებში გასაცვლელი - ემუქრება მედვედევი უკრაინის პრეზიდენტის გუნდს.

ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი და პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა  სიცოცხლისთვის“ ლიდერია.  გავრცელებული ინფორმაციით, ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შვილის ნათლიაა.

ოლიგარქი  2 დღიანი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მას უკრაინის პროკურატურა სამშობლოს ღალატში ადანაშაულებს.

უკრაინის ხელისუფლება აპირებს, მედვედჩუკი სამხედრო ტყვეებში გადაცვალოს.

 

მსგავსი სიახლეები