კრემლი მედვედჩუკს უკრაინელ სამხედრო ტყვეებში არ გაცვლის - დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის, თქმით, რუსეთი ვერ ხედავს შესაძლებლობასა და აუცილებლობას, გაცვალოს უკრაინელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სამხედრო ტყვეებში.
მედვედჩუკი არ არის რუსეთის მოქალაქე, მას არაფერი აქვს საერთო სპეცოპერაციასთან, ის უცხო ქვეყნის პოლიტიკური ფიგურაა. ჩვენ არ ვიცით, სურს თუ არა თავად მას რუსეთის ჩართულობა მის წინააღმდეგ ამ ცილისმწამებლური სიტუაციის მოგვარებაში",- ამბობს პესკოვი.
უკრაინელი პრორუსი პოლიტიკოსისა და პუტინის ქალიშვილის ნათლიის, ვიქტორ მედვედჩუკის, დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაადასტურა.
უკრაინის პროკურატურა მედვედჩუკს ბრალს დებს სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტულ დაჯგუფებებთან თანამშრომლობაში.