უკრაინამ ამერიკისგან $800 მილიონის სამხედრო დახმარება მიიღო

14.04.22 11:30
უკრაინამ ამერიკისგან $800 მილიონის სამხედრო დახმარება მიიღო

უკრაინამ ამერიკისგან უპრეცედენტო შეიარაღება მიიღო - მათ შორისაა ტანკები, საარტილერიო დანადგარები და სხვა მძიმე თავდასხმითი შეიარაღება. ჯამში 800 მილიონი დოლარის ტექნიკა უკვე უკრაინის საკუთრებაა. 

უკრაინას დამატებით შვეულმფრენებიც გადაეცემა. ახალი აღჭურვილობა საარტილერიო სისტემებს, საარტილერიო ჭურვებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს მოიცავს.

უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს იმ იარაღის გამოყენება, რომელიც ჩვენ გადავეცით. ვინაიდან რუსეთი დონბასის რეგიონში თავდასხმის გაძლიერებისთვის ემზადება, აშშ უკრაინას თავდაცვის იარაღს მიაწვდის" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ. 

მსგავსი სიახლეები