როგორ დააკავეს მედვედჩუკი - პირადი მცველის აღიარება

რა ვითარებაში დააკავეს პუტინის მეგობარი ოლიგარქი უკრაინაში? გასაიდუმლოებული სპეცოპერაციის დეტალები გვიან ღამით გახდა ცნობილი.
უკრაინის უშიშროებამ ოლიგარქ მედვედჩუკის პირადი მცველი დააკავა, რომელმაც დეტალურად მოყვა როგორ აპირებდა გაქცევას ოკუპირებული დნეპრო-პეტროვკსიდან შინა პატიმრობაში მყოფი ოლიგარქი.
ირკვევა, რომ საიდუმლო ოპერაცია ეფ ეს-ბემ პუტინის დავალებით ჩაატარა. პუტინის ნათელმირონს უკრაინელი ჯარისკაცის ფორმა მიუტანეს, გადააცვეს და ნავით უნდა გაეყვანათ როდესაც თავს უკრაინის უშიშროება დაადგა.
მედევედჩუკი კონტაქტობდა ცოლთან, სწორედ ამ საუბრის დროს გავიგე, როგორ ეუბნებოდა რომ ფე ეს ბე დაეხმარებოდა, გავიგე რომ იგეგმებოდა გაქცევა. მედვედჩუკმა თქვა, რომ მას მოაკითხავდნენ სამხედროები. 20 წუთში იყო ზარის ხმა, კარი გაიღო და დავინახე მამაკაცი, რომელსაც ხელში ჰქონდა ყვითელი ჩანთა, ისინი ავიდნენ ზევით, ათ წუთში გამოვიდნენ და მედვედჩუკს უკვე ეცვა უკრანული სამხედრო ფორმა. ცოლს უთხრა, რომ გაქცევის უზრუნველყოფა ფე ეს ბემ გააკეთა და იმის გამო, რომ ბელორუსის და რუსეთის საზღვარი იყო დაკეტილი,ის უკრაინიდან გაიქცეოდა დნტესტრისპირეთის გავლით"- აცხადებს ოლიგარქის დაცვის წევრი.