რუსეთის მუქარა - უკრაინაში ამბობენ, რომ ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან

14.04.22 12:40
რუსეთის მუქარა - უკრაინაში ამბობენ, რომ ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან

კიევი საპასუხო დარტყმისთვის ეზმადება - თუ რუსეთის ხელისუფლება დაანონსებულ იერშს სისრულეში მოიყვანს და რაკეტებს სამთვრობო კვარტალში ჩამოგდებას, ზელენსკის გუნდი პირობას დებს რომ საკადრის პახუხს გასცემენ. 

 უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ამბობს, რომ ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან.

მისი თქმით,  პროვოკაციებით რუსეთი შემდგომი მუქარებისთვის საფუძველს ამზადებს.

ისინი უკვე ალაპარაკდნენ კიევის შესაძლო სარაკეტო დარტყმების შესახებ. ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ და ვერცერთი რუსული სცენარი ვერ იმუშავებს"- თქვა მან.