პუტინის მეგობარი ოლიგარქიი მძიმე დღეშია - სასამართლომ მედვედჩუკის ქონება დააყადაღა
პუტინის მეგობარი ოლიგარქიი მძიმე დღეშია - ლვოვის რაიონულმა სასამართლომ ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი მეუღლის, ოქსანა მარჩენკოს 154 მოძრავი და უძრავი ქონება დააყადაღა.
დაყადაღებულია 26 მანქანა, 30 მიწის ნაკვეთი, 23 კერძო სახლი, 32 ბინა, 17 ავტოსადგომი და იახტა. სასამართლომ ყადაღა დაადო მედვედჩუკისა და მისი ოჯახის მფლობელობაში არსებულ 25 კომპანიის საწესდებო კაპიტალის აქციებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად 12 აპრილს დააკავა.