რუსეთის თავდაცვის მინისტრი ჰოსპიტალიზებულია - შოიგუს გადარჩენის მცირე შანსი აქვს

14.04.22 14:19
რუსეთის თავდაცვის მინისტრი ჰოსპიტალიზებულია - შოიგუს გადარჩენის მცირე შანსი აქვს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი ინფარქტის მძიმე ფორმით კლინიკაში გადაიყვანეს. სერგეი შოიგუ ამ დროისთვის აპარატზეა მიერთებული -  ინფორმაციას, კომპანია „იუკოსის“ ყოფილი თანამფლობელი, ლეონიდ ნევზლინი, ავრცელებს. ნევზლინი აცხადებს, რომ  შოიგუს მდგომარეობა ძალიან  მძიმეა და  მას გადარჩენის მცირე შანსები აქვს. 

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინსა და შოიგუს შორის ურთიერთობა დაიძაბა და სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება თავდაცვის მინისტრის ბოლო დროინდელი გაუჩინარება.

მსგავსი სიახლეები