ის რაც ხდება უკრაინაში, ეს გენოციდია - დონალდ ტრამპი

რუსეთის ომს უკრაინაში გენოციდი უწოდა შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. Fox News-ისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ "ხალხს მანამდე მსგავსი არაფერი უნახავს".
"ის რაც ხდება უკრაინაში, ეს გენოციდია",- აღნიშნა თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრას გენოციდი უწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ და კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკემ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნული ტერმინის გამოყენებისგან თავი სეიკავა და კრიტიკა დაიმსახურა.