რუსეთის მტკიცებით, კრეისერი МОСКВА კვლავ ცურავს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, კრეისერი МОСКВА არ ჩაძირულა და ის კვლავ ფუნქციონირებს. "კრეისერი МОСКВА კვლავ ცურავს. მთავარი სარაკეტო შეიარაღება დაზიანებული არ არის"- წერია განცხადებაში.
კრეისერ МОСКВА-ზე გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. ცეცხლი არ შეინიშნება. საბრძოლო მასალის მარაგი აღარ ფეთქდება. კრეისერის ეკიპაჟის ევაკუაცია შავის ზღვის ფლოტის გემებში განხორციელდა. კრეისერის პორტში გაყვანის მიზნით ზომებს ვიღებთ". - წერია განცხადებაში.
დღეს დილას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა. ალექსეი არესტოვიჩმა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული გემი, რომელსაც გუშინ უკრაინამ ცეცხლი გაუხსნა, ჩაიძირა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე კატასტოფის მომეტში 512 ადამიანი იყო.